ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი აცხადებს, რომ რუსეთი მძევლების გათავისუფლების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ანატოლი ვიქტოროვის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს 200-დან 250-მდე მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად დაჯგუფებას ღაზის სექტორში ჰყავს.
როგორც ისრაელის მედია წერს, რუსეთი, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
წყარო: პირველი არხი