ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი საავადმყოფო ევაკუაციაზე უარს ამბობს.
ისრაელში ამბობენ, რომ „ჰამასის“ მებრძოლები მას ფარად იყენებენ.
„ღაზის სექტორის ჩრდილოეთით 20 საავადმყოფოა, მათგან ექვსის ევაკუაცია უკვე მოხდა, 10-დან ჯერ არ მომხდარა ევაკუაცია, ოთხი კი უარს აცხადებს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
თავდაცვის ძალებში ასევე ამბობენ, რომ ზოგიერთ საავადმყოფოს მძიმედ დაჭრილი და დაავადებული პაციენტების გადაყვანა უჭირს, მაგრამ სამხედროებს „პირდაპირი ურთიერთობა აქვთ საავადმყოფოს თითქმის ყველა მენეჯერთან, სწორედ ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალები მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ“.