რუსები ცდილობენ ავდეევკას ალყაში მოქცევას – უკრაინის გენშტაბი

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეტყობინებაშია აღნიშნული, ბოლო 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, რუსეთმა 9 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

„ავდეევკას მიმართულებით მოწინააღმდეგე არ წყვეტს ალყაში მოქცევის მცდელობებს, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვას. ოკუპანტების შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოს, სტეპოვის და პერვომაისკის რაიონებში წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა არ დაუშვეს პოზიციების დაკარგვა.