ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, აშშ პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მეშვეობით ომს აწარმოებს.
”რისი მოწმენი ვართ დღეს ღაზაში არის “პროქსი ომი“, რომელსაც აწარმოებს ისრაელის ყალბი რეჟიმი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს, პალესტინის ჩაგრული ერისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვია და მხარი დაუჭირა მის თავდასხმებს, რადგან იბომბება საავადმყოფოები, მეჩეთები, ეკლესიები და მშვიდობიანი მოსახლეობა.
„თელ-ავივში ყოფნისას აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის გაგზავნის იარაღით სავსე ასობით თვითმფრინავს, გემს და სატვირთოს მკვლელობისა და მასობრივი მკვლელობის მხარდასაჭერად, რომელსაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი მტკიცებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი უარს იტყვიან ღაზაში გენოციდის შეჩერებაზე.