კუს ტბის საბაგირო გზა 24 ოქტომბერს, მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება

კუს ტბის საბაგირო გზა 24 ოქტომბერს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.