ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 651-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ცნობით, დაჭრილია 14 245 ადამიანი.
7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2014 წელს, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დროს გარდაცვლილსა რიცხვს გადააჭარბა. მაშინ, 51-დღიანი ომის დროს 2 251 პალესტინელი დაიღუპა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.