სენატის რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ჩინეთს, რუსეთს და ირანს ახალი „ბოროტების ღერძი“ უწოდა, რომელსაც შეერთებული შტატები უნდა გაუმკლავდეს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Fox News-ზე დაყრდნობით იუწყება.
81 წლის ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახლა უფრო დიდი საფრთხე ემუქრება.
„ეს არის საგანგებო მდგომარეობა, სადაც ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და გავუმკლავდეთ ბოროტების ახალ ღერძს – ჩინეთს, რუსეთს, ირანს, რადგან ეს არის უშუალო საფრთხე შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა სენატის რესპუბლიკელების ლიდერმა.
პოლიტიკოსმა ტერორიზმის მთავარ სპონსორად ირანი მოიხსენია, რომელიც რუსეთის ფედერაციას თავდასხმის თვითმფრინავებით ამარაგებს და ჩინეთი აგრესორების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მაკკონელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის აზიელი მოკავშირეები – იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი – ყველა დაინტერესებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, რადგან მისი აზრით, „თუ რუსები არ დამარცხდებიან, მაშინ შემდეგი ნატოს ქვეყანა იქნება“.