ვარშავაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორში.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები გამოვიდნენ მოწოდებებით: „შეაჩერე გენოციდი“ და „თავისუფალი პალესტინა“.
პოლონეთში ისრაელის ელჩმა იაკოვ ლივნემ აღნიშნა, რომ „პოლონეთის ხელისუფლებას უნდა აღეკვეთა ანტისემიტიზმის ასეთი ღია გამოვლინებები“.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კატეგორიულად გმობს ანტისემიტურ ლოზუნგებს.
„პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კატეგორიულად გმობს ანტისემიტურ ლოზუნგებს, რომლებიც ვარშავაში დემონსტრაციაზე ისმოდა. ჩვენ, პოლონელები, ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა პატივისცემით, ვერ დავეთანხმებით ანტისემიტიზმის რაიმე გამოვლინებას. მისი ყველა ფორმა ღრმა აღშფოთებას იწვევს. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომელზეც პოლონეთია დაფუძნებული“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.