„არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს“ – ელი კოენმა გუტერეშთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. „ჰამასი“ უნდა წაიშალოს დედამიწის პირიდან“, – წერს კოენი.

ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩართო ჩანაწერი, სადაც მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტი მშობლებს ეუბნება, რომ ამაყია ათი ებრაელის მკვლელობის გამო.