გერმანიის პოლიციამ ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე სატვირთო მანქანებით თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა – Bild

გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბურგში სპეცოპერაცია ჩაატარა და დააკავა 29 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე ტერაქტის მომზადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, კაცი მიტინგზე ტერორისტულ თავდასხმას სატვირთო მანქანის გამოყენებით გეგმავდა.

როგორც მედია წერს, გერმანელმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ კაცმა შეაქო ტერორისტი, რომელმაც გასულ კვირას ბრიუსელში შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა.

მედიის ცნობით, ამჟამად პოლიცია ცდილობს, გაარკვიოს ჰყავს თუ არა დაკავებულ მამაკაცს თანამზრახველები.