თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზების” შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.
„ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ „ჰამასს“ მოუტანს სარგებელს. ჰუმანიტარული პაუზები ინსტრუმენტები. დროის გარკვეული პერიოდებისთვის, ეს იგივე არაა, რაც ცეცხლის შეწყვეტა“, – აცხადებს კირბი.
მისი თქმით, აშშ, ასევე, დაინტერესებულია ერთი მხრივ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, ხოლო მეორე მხრივ, ჰამასის მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ.