უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატოს რეზერვები, ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება – სტოლტენბერგი

უკრაინისთვის გაწეულმა აქტიურმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატოს რეზერვები, ამიტომ ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, –  ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა, როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია, როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის. ამასთან ერთად, რუსეთი ემზადება ზამთრის, როგორც ომის იარაღად გამოსაყენებლად, ამიტომ წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შვედეთს დიდი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინას უწევს.