ლიბიის პარლამენტი მოითხოვს ისრაელის მხარდამჭერი სახელმწიფოების ელჩებმა ქვეყანა დატოვონ

ლიბიის პარლამენტი ითხოვს, რომ იმ ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, ქვეყანა დატოვონ.

„მოვითხოვთ იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს (ისრაელს) მის დანაშაულებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია (ლიბია)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიბიის პარლამენტი ასევე აცხადებს, რომ თუკი ისრაელი ღაზაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, მთავრობას ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებში ნავთობისა და გაზის ექსპორტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ. მათივე თქმით, უმკაცრესად გმობენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს.

„ეს ქვეყნები მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს მის დანაშაულებში ღაზას სექტორში, ხოლო მათი ლიდერები ლექციებს კითხულობენ ადამიანის უფლებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.