ტელეწამყვანმა და მსახიობმა ია ფარულავამ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ გადაცემაში, ახლა უკვე ღიად ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რომანზე. როგორც მან თქვა, სააკაშვილის გამო ჩამოვიდა ამერიკიდან საქართველოში, თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნა, ის მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდა და საქართველოს ექსპრეზიდენტი მას ძალიან ცუდად მოექცა.
„მიშამ ჩამომიყვანა ძალით. მიშა დამადგა ლოს-ანჯელესში, საქმროსთან სახლში და უთხრა ია ცოლად მომყავსო…
მაგრამ, როგორც ყველა „თავის“ ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც“, – თქვა ფარულავამ.
როგორც მან აღნიშნა, ეს მანამდეც უთქვამს სხვა გადაცემებში, თუმცა ყველა მათგანში ამოჭრეს ის ეპიზოდი, სადაც ის სააკაშვილის სახელს ახსენებდა.
ია ფარულავამ აქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილზე, როგორც პიროვნებაზე ბევრი უარყოფითის თქმა შეიძლება, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სააკაშვილი დღეს დაუმსახურებლად ზის ციხეში.