ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ისრაელის სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“.

ჰაგარი ასევე აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათია, რაც ისრაელმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორში.

მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს ღაზას ქალაქზე დარტყმებს და კვლავ მოუწოდებს პალესტინელების სამხრეთით ევაკუაციისკენ.

„ჩვენ ვმოქმედებთ, რათა დავიცვათ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები“, – განაცხადა მან.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვითი ძალები ტანკებით ახორციელებდნენ შეზღუდულ იერიშებს ღაზას სექტორში.