რუსეთში, კალუგას ოლქში, რუსი სამხედროებისთვის ფულის შესაგროვებლად ტერმინალები დამონტაჟდა. კალუგას რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა მიხაილ დმიტრიკოვმა თქვა, რომ ორი მოწყობილობა დამონტაჟებულია კვების ობიექტებში, მესამე კი რეგიონალური პარლამენტის შენობაში.
მინიმალური შემოწირულების რაოდენობა 50 რუბლს შეადგენს. უფრო მეტი დახმარების გაწევის მსურველებმა რამდენჯერმე უნდა დააფიქსირონ საბანკო ბარათი ტერმინალზე.
ეს ტერმინალები პროექტის – „ციფრული რუსეთი” ფარგლებში მოეწყო. მთელი შეგროვებული თანხა ფონდში – „ჩვენ ერთად ვართ“ – გადაირიცხება, რითაც რუსეთის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის, SVO-ს მებრძოლებისთვის საჭირო საქონელს: სპეციალურ აღჭურვილობას, ხელსაწყოებს, საკვებს და სხვას შეიძენენ.
„ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება სხვა ფონდებს, რომლებიც აგროვებენ შემოწირულებებს SVO მონაწილეებისთვის. ახლა ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, ამიტომ პარტიული პროექტი „ციფრული რუსეთი“ მიზნად ისახავს ამ ტერიტორიის განვითარებას“, – განმარტა მიხაილ დმიტრიკოვმა.
მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, კალუგას საბაჟო ჩინოვნიკებმა უკვე გაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის ზონაში. მათ მებრძოლებს 41 ტონა იარაღი გადასცეს.