რუსული კომერციული აეროკომპანია Red Wings ოქტომბრის ბოლოდან საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალს აფართოებს.
რუსული ქალაქების ჩამონათვალი კი მართლაც შთამბეჭდავია. ყაზანიდან, პეტებურგიდან, ჩელიაბინსკიდან და ეკატერინბურგიდან ფრენები რუსული სამამულო წარმოების ხომალდებით, Sukoi Superjet 100 შესრულდება, რომლის ბორტები საშუალოდ 90 მგზავრს იტევს.
ბილეთების გაყიდვა Red Wings უკვე დაწყებული აქვს საკუთარ ვებგვერდზე და აქვე დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ კომპანიის ავიაპარკი მალე 2 ერთეული ახალი ლაინერით Ty 214 შეივსება, რომლის ბორტი 215 მგზავრს იტევს !