„ჰამასის“ მტკიცებით, ისრაელის სახმელეთო იერიშის მცდელობა ჩავარდა, მათ დიდი დანაკარგები განიცადეს

ისრაელის სახმელეთო იერიშის მცდელობა ჩავარდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია Al Mayadeen-თან საუბარში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ალი ბარაკამ განაცხადა.

„ღაზის სექტორში სამი მიმართულებით სახმელეთო შეჭრის მცდელობა, რომელსაც ღამით ჰქონდა ადგილი, ჩავარდა… ისრაელის ჯარმა დიდი დანაკარგები განიცადა“, – აცხადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ისრაელის არმიამ ბრძოლის ველიდან დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელა.