ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, ის იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ხელოვნების უბადლო ოსტატის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს.

თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში.

ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.