რატი იონათამიშვილი – სალომე ზურაბიშვილის ინტერესი არის ერთადერთი, ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, მას სხვა მიზნები და ამოცანები არ გააჩნია

სალომე ზურაბიშვილის ინტერესი არის ერთადერთი, ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, მას სხვა მიზნები და ამოცანები არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

    როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონპროექტზე ვეტო იქნება დაძლეული, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასდროს ექნებათ რესურსი, ხელი შეუშალონ მართლწესრიგსა და განვითარებას.

    „სალომე ზურაბიშვილის ინტერესი არის ერთადერთი, ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, მას სხვა მიზნები და ამოცანები არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეტოს არ დაადებდა კანონპროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისკენ იყო გამიზნული, მათ შორის აქციის მონაწილეებისათვის, ხოლო ცხადია, ეს არც რადიკალური ოპოზიციის და არც პრეზიდებტის ინტერესში არ შედის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

    მისივე თქმით, პრეზიდენტს საკუთარი გეგმები არ გააჩნია, ის სხვის დავალებებს ახორციელებს.

    „ვხედავთ, სალომე ზურაბიშვილი არის დამალული, ის ემალება კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, ის ემალება საზოგადოებას და საუბრობს მხოლოდ იმ ვიწრო მარგინალურ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენი საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის სახით, იცნობს და ისიც მათ ნაწილთან. როგორც ჩანს, ეს არის მისი არჩევანი ამ დავალების შესრულება, ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, მას დაკარგული აქვს როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაცია, ასევე ის, ნადვილდ არ არის ზეპარტიული პირი, ის არის ჩვეულებრივი ნაწილი რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.