დიდუბეში სასმელი წყლის გადაკეტვები გრძელდება, “რეაბილიტაციას” ბოლო არ უჩანს

თბილისში, დიდუბის რაიონის მცხოვრებთ, წერეთლის პროსპექტსა და მიმდებარე ქუჩებზე, რეგულარულად უწყდებათ სასმელი წყლის მიწოდება. მიზეზი – მუდმივი დაზიანებებია მილებზე, რასაც წერეთლის გამზირის ე. წ. “რეაბილიტაციის” ფარგლებში, ტენდერმოგებული გაურკვეველი კომპანია იწვევს.

სავარაუდოდ, ეს ბოროტი განზრახვით არ ხდება, მაგრამ შედეგი სავალალოა – მტვერში ჩამხრჩვალი უბანი, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც უწყდება წყალი, მრავალი საათის მანძილზე.

დღესაც, წერეთლის გამზირის 2-თან, დააზიანეს მილი და მორიგჯერ გამოცხადდა წყლის შეწყვეტა – 14-იდან 22 საათამდე. თუმცა ეს ყველაზე უფრო მინიმალური შეზღუდვაა, გაცილებით უფრო ხშირად, წყალს 24-32 საათის განმავლობაში წყვეტენ.