ბრიტანეთში მინისტრის თანაშემწე ისრაელ-ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემდეგ გაათავისუფლეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დეპუტატი პოლ ბრისტოუ, რომელიც მუშაობდა ტექნოლოგიების მდივნის მიშელ დონელანის საპარლამენტო კერძო მდივანად. ეს კი მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირას წერილი გაუგზავნა სუნაკს, რომელშიც ისრაელს ღაზას ხალხის „კოლექტიური დასჯის” განხორციელებაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.

„პოლ ბრისტოუს სთხოვეს დაეტოვებინა თანამდებობა მთავრობაში კომენტარების შემდეგ, რომლებიც არ შეესაბამებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპებს“, – თქვა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას რიში სუნაკმა თქვა, რომ „სპეციფიკური პაუზები” საშუალებას მისცემს ღაზას მეტი დახმარება მიაწოდონ, მაგრამ მან უარყო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.