ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში, რის გამოც იზრდება მნიშვნელოვნად ბიუჯეტი, ეს მთავრობას აძლევს ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების ბიუჯეტში ასახვის საშუალებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ონკოპაციენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის მიმართული მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
„ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა პირდაპირ აისახა სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.