ნეთანიაჰუ: ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

“ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება, რომ ისრაელი დანებდეს “ჰამასს”, დანებდეს ტერორს, დანებდეს ბარბაროსობას. ასე არ მოხდება”, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, შეერთებულ შტატებს არავინ მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას.

“7 ოქტომბრიდან ისრაელი ომშია. ისრაელს ეს ომი არ დაუწყია. ისრაელს არ სურდა ეს ომი. მაგრამ ისრაელი მოიგებს ამ ომს”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.