აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 300 ჯარისკაცს გზავნის

პენტაგონის პრესმდივნის, გენერალ პეტ რაიდერის განცხადებით, ერაყსა და სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების საერთო რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 მცირემასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების იარაღის შესანახ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

მისივე თქმით, ერაყში აშშ-ის ბაზაზე 16 თავდასხმა განხორციელდა, ხოლო სირიაში 11.

გარდა ამისა, რაიდერი ამბობს, რომ პენტაგონი აგზავნის დამატებით 300 სამხედროს ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც სპეციალურად არიან გაწვრთნილი.

„ეს ძალები იქ იქნებიან, რათა გააძლიერონ აშშ-ის ჯარები რეგიონში“, – ამბობს რაიდერი.