„ჰამასი“ ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს: ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასი“ ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

მანამდე „ცაჰალში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ავიაიერიშის შედეგად, „ჰამასის“ ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური, იბრაჰიმ ბიარი მოკლეს.