ევროკომისიამ ითხოვა, რომ მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით გარკვეული კანონპროექტის ინიცირება მოხდეს 8 ნოემბრამდე, ანუ ვიდრე ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება. აქაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვმოქმედებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქმე ეხება ინსტიტუციურ საკითხებს.
„საქმე ეხება მარეგულირებელი კომისიის შიგნით ინსტიტუციურ საკითხებს, მათ შორის, რა შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს მარეგულირებელი კომისიის წევრის სამსახურიდან დათხოვნა და ასე შემდეგ. ამ რეკომენდაციას ვასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.