„ჰამასის“ მძევლების ადგილმდებარეობის დადგენაში დასახმარებლად ისრაელში ამერიკელი „კომანდოები“ გაემგზავრნენ. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.
„ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ისრაელს გარკვეული ამოცანების შესრულებაში. მთავარი ამოცანაა მძევლების, მათ შორის ამერიკელი მძევლების იდენტიფიცირება“, – განაცხადა ერთ-ერთ კონფერენციაზე თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ მაიერმა.
წყაროებზე დაყრდნობით NYT წერს, რომ ისრაელში დამატებით რამდენიმე ათეული ამერიკელი სპეცრაზმელი გაემგზავრა. მძევლების ადგილმდებარეობის დადგენაში დახმარების გარდა ამერიკელი სამხედროების კიდევ ერთი ამოცანა შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში საელჩოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ევაკუაცია გახდეს.