საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე გახდნენ. მათ კანდიდატურებს კენჭი დღეს პარლამენტში უყარეს.
გიორგი კოხრეიძის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თამილა დოლიძეს – ასევე 83-მა დეპუტატმა.
კანდიდატურები პარლამენტის შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი, პარლამენტს.