“საქართველო იურიდიულად სამ ნაწილად გაიყო” – თემურ ფიფია რომში გამართულ კონფერენციაზე

გლობალური პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციამ, რომელიც ნათლად გამოიხატა უკრაინაში დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურაში და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ახალ ეტაპზე გადასვლაში, მნიშვნელოვნად გაზარდა სტრატეგიული არასტაბილურობის ხარისხი მსოფლიოში. გააცნობიერეს რა თავიანთი ჰეგემონიის დაცემა და Pax Americana-ს (“მშვიდობა ამერიკული გზით”) მსხვრევა, შეერთებული შტატები და მათი უმცროსი ნატოს წევრი პარტნიორები ბუნებრივად ეწინააღმდეგებიან სამართლიანი მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების ტენდენციას რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების სახით.

თუმცა, ახალი გლობალური დაპირისპირების საყრდენი გამოიხატება არა მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების ზრდით, ალიანსების ჩამოყალიბებითა და ძალისმიერი რიტორიკით, არამედ მშვიდობაზე მოთხოვნის გარდაუვალი გაძლიერებითაც. ამის ნათელი მაგალითია ბოლოდროინდელი ომის საწინააღმდეგო პაციფისტური კონფერენცია, რომელიც გაიმართა რომში 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით, მათ შორის რუსეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, მაროკოდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო კონფერენცია მშვიდობისთვის, რომელიც 27-28 ოქტომბერს რომში გაიმართა, განხორციელდა პოლიტიკური ორგანიზაცია „განსხვავებულობის ფრონტის“ ორგანიზებით, რომელშიც თავმოყრილნი არიან ომის საწინააღმდეგო ასოციაციებისა და ნატოს საწინააღმდეგო მოძრაობების თანამოაზრეები. შეხვედრის მიზანი გამოიკვეთა მისი მონაწილეების სურვილით – „შექმნან საერთაშორისო საკოორდინაციო ქსელი კონკრეტული მიზნების მისაღწევად“.

„ეს ფორუმი, რომელსაც მხარს უჭერდა მრავალი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, თითქმის ერთი წლის მანძილზე მზადდებოდა. თავდაპირველად ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით დონბასის გარშემო არსებულ კრიზისზე, ადგილობრივი მოსახლეობის უსამართლო განადგურებასა და შეურაცხყოფაზე, მაგრამ ახლა დაემატა პალესტინის საკითხიც. მთავარი, რაც აქ ყველას გვაერთიანებს, არის ოპოზიცია იმპერიალიზმის მიმართ, რათა მან არ გამოიწვიოს ახალი კონფლიქტების გაჩაღება“, – განუცხადა TASS-ის ჟურნალისტებს “არდათანხმების ფრონტის” კოორდინატორმა გაია ფუზაიმ.

დელეგატების გამოსვლებში დამახასიათებელი იყო თეზისები იმის თაობაზე, რომ უკრაინაში კონფლიქტი ფაქტობრივად არის ომი ნატოს წინააღმდეგ. გამომსვლელთა მხრიდან გაისმა გაფრთხილება  შეერთებული შტატების აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკიდან მთელი მსოფლიოსთვის მომდინარე საფრთხის შესახებ. ვაშინგტონის ქმედებები კვლავ ემუქრება ძველი და ახალი კონფლიქტების გაღვივებას, ვინაიდან აშშ-ს არ სურს შეეგუოს მსოფლიო ძალის ცენტრის დასავლეთიდან სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადაადგილების ფაქტს. როგორც სამხრეთ კორეის დელეგატმა აღნიშნა, შეერთებული შტატები აზიის რეგიონში დესტაბილიზაციას ცდილობს, რაზეც ჩინეთის წარმომადგენელმა განაცხადა: „აზიაში ნატო არ არსებობს“.

უკრაინის კრიზისის თემა, როგორც აშშ-ის დესტაბილიზაციის პოლიტიკის კვინტესენცია, მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, გაჟღერდა მონაწილეთა ბევრ მოხსენებასა და გამოსვლაში. ბოლო ათწლეულების მანძილზე, დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევში დანერგილი უკრაინის სახელმწიფოს ხელოვნური რადიკალიზაცია მნიშვნელოვანი მაგალითი გახდა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ ეროვნულ სუვერენიტეტს.

„რატომ ვსაუბრობთ უკრაინულ ნაციზმზე? რატომ გვგონია, რომ თუ კიევის პუტჩისტები გაიმარჯვებენ, ცხოვრების ტრანსნაციონალური ბატონ-პატრონები ევროპაში ნაცისტურ რეჟიმებს დაამყარებენ?“ – კითხულობს რუსული დელეგაციის წევრი, ჟურნალისტი საიდ გაფუროვი თავისი მოხსენების ფარგლებში.

„ფაქტობრივად, უკრაინის კონფლიქტის ერთადერთი ბენეფიციარი გახლავთ ბაიდენი (ტრამპზე მისი უცნაური გამარჯვებით) და მის უკან მდგარი ამერიკული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი, რომლებმაც მოახერხეს ნატოს უმცროსი პარტნიორების იძულება, გაეზარდათ სამხედრო ხარჯები, რათა თავად ამერიკელებმა ყურადღება გადაიტანონ წყნარ ოკეანეზე, ჩინეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

გაფუროვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დასავლეთმა უკრაინაში ჩამოაყალიბა ეფექტური ავტორიტარული ინსტრუმენტი, რომელმაც ხალისით მოირგო ანტირუსული პროექტის როლი. „ღია ტერორისტული დიქტატურის“ გამოხატულებაა, მაგალითად, “ოდესის პროფკავშირების სახლში პოლიტიკური ოპონენტების დაუსჯელი დაწვა“, – იხსენებს ის. რადიკალური ხაზის გაძლიერების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა მიიტანა ტერორისტული იერიშ “ჩრდილოეთ ნაკადზე”, რომელიც უზრუნველჰყოფდა ევროპელი მოქალაქეების უფლებებს იაფად ელექტროენერგიასა და სითბოზე. თავისი ტერორისტული ქმედებით, აშშ-მ საფრთხე შეუქმნა ევროპის მოსახლეობის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რის ბენეფიციარებიც, ბუნებრივია, გახდნენ ამერიკული ენერგეტიკული მონოპოლიები, რომლებმაც მიიღეს უზარმაზარი მოგება.

რომში გამართულ ღონისძიებას საქართველოს დელეგატიც ესწრებოდა, “საქართველოს სოციალისტური პლატფორმის” კოორდინატორ თემურ ფიფიას სახით. ფიფიამ 2003 წლის “ვარდების რევოლუცია” გაიხსენა უკრაინასთან მიმართებაში:

„მოგეხსენებათ, უკრაინა იმეორებს საქართველოს ისტორიის პოსტსაბჭოთა გზას, რომელიც გადაიქცა მთავარ ანტირუსულ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში. 2003 წელს საქართველოში მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, ე.წ. „ვარდების რევოლუცია“. მკვეთრად გაიზარდა ანტირუსული პროპაგანდა, მილიტარიზაცია და ოპოზიციაზე პოლიციის ზეწოლის ხარისხი. <…> დაიწყო ფართომასშტაბიანი ანტიოსური და ანტიაფხაზური კამპანია. საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოში რეჟიმმა დაიწყო სამხედრო ოპერაციები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ“.

მოსკოვმა არაერთხელ გააფრთხილა სააკაშვილის რეჟიმი სამხედრო ავანტიურაზე უარის თქმის აუცილებლობასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. მოსკოვი იძულებული გახდა გამოეყენებინა თავისი შეიარაღებული ძალები – აღნიშნა ფიფიამ და დასძინა:

 „საქართველო თავის უძლიერეს ჩრდილოელ მეზობელს შეეჯახა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც კატასტროფულად დასრულდა. ქვეყანა დე იურე სამ ნაწილად გაიყო, ეკონომიკა გაჩერდა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ“, – აღნიშნა ფიფიამ.

საქართველოდან რომში ჩასულმა დელეგატმა საზოგადოებას მოუთხრო, რომ ადგილი აქვს მცდელობებს, მათ შორის კიევის მხრიდან, საქართველო რუსეთთან ახალ სისხლიან კონფლიქტში იქნას ჩათრეული. თემურ ფიფიამ მხარდაჭერა გამოხატა ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკისადმი და მკვეთრად გააკრიტიკა ოპოზიცია:

„წლების განმავლობაში, დესტაბილიზაციის მსგავსი მცდელობები რამდენჯერმე გადაიზარდა პარლამენტში და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებში შეჭრის მცდელობაში. 2021 წელს კიევის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და უზრუნველჰყვეს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარულად გადაკვეთა, ადგილობრივი არჩევნებამდე გადატრიალების ხელმძღვანელობის მიზნით. შედეგად, ავანტიურისტი დააკავეს და დესტაბილიზაციის მცდელობა აღკვეთეს. ძალადობრივი გადატრიალების ბოლო მცდელობა ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ფაქტიურად, ერთი თვის წინ აღკვეთა“, – განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა თემურ ფიფიამ.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სწორედ აშშ და ევროკავშირი კოორდინაციას უწევენ თავიანთ ქმედებებს კიევთან, რათა თბილისზე უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინონ. „საქართველოს ხელისუფლება თავს იცავს და არ აძლევს საშუალებას ქვეყანას შეუერთდეს ანტირუსულ ეკონომიკურ ბლოკადას, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ კატასტროფას“, – განაცხადა თემურ ფიფიამ. „დღეს სწორედ რუსეთი ასრულებს მთავარი ძალის როლს, რომელიც ხელს უშლის ულტრამემარჯვენე, ფაშისტური ინფექციის გავრცელებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. <…> საქართველომ უკვე გაიარა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მმართველობა, ომი და განადგურება და არ სურს ქაოსში დაბრუნება“, – დაასკვნა “სოციალისტური პლატფორმის” წარმომადგენელმა.

კონფერენციის მონაწილენი შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიმდინარე გლობალურ კონფიგურაციაში, ნატოს დამარცხება უკრაინაში არის მომავალი ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების წინაპირობა. საერთაშორისო სისტემა უნდა შედგებოდეს სუვერენული სახელმწიფოებისგან, სადაც ადამიანებს შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, დასავლეთის მიერ დაწესებული გლობალური ეკონომიკური დიქტატურისგან დამოუკიდებლად. მსოფლიოს სჭირდება დამოუკიდებელი კომერციული, ფინანსური, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ქსელები. ამ მიმართულებით პოზიტიური მოვლენებია სახელმწიფოებს შორის დასავლეთის დიქტატისაგან თავისუფალი თანამშრომლობის ახალი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, ასევე გლობალური სამხრეთის როლის გაძლიერება არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამავდროულად, უნდა შემუშავდეს გაეროს ახალი არქიტექტურა, რომელიც ეფექტურად ასახავს გლობალური სამხრეთის უფლებებს და ყველა სახელმწიფოს თანაბარი სუვერენიტეტის პრინციპს.