შოთა აფხაიძე აგრძელებს მოსკოვში ნაყოფიერ მოღვაწეობას

2023 წლის 26 ოქტომბერს მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის პროფესორების კლუბში წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ფორსირებული განვითარების ტექნოლოგიები: არსი და პერსპექტივები“.

ამ ნათელი, მრავალმხრივი და ელეგანტური ღონისძიების ორგანიზატორები არიან სოციალურ მეცნიერებათა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის საბჭოს წევრი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მარინა გალასი და რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სპორტული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, პრეზიდენტის ფონდის კულტურული ინიციატივების ექსპერტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მარინა პონომარიოვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ სპეციალისტები როგორც რუსეთიდან, ისე უცხოეთიდან, მაგალითად, ბულგარეთიდან, მოლდოვიდან, სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან და სხვ. საქართველოს სახელით მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი შოთა აფხაიძე, რომელიც აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას მოსკოვში, კერძოდ, რუსეთის მთავრობასთან არსებულ ფინანსურ უნივერსიტეტში.