სტატისტიკა მე-20 საუკუნეში პალესტინელი ლტოლვილების რაოდენობის შესახებ (წარმოდგენილ მასალაში არ არის გათვალისწინებული პალესტინელთა მიგრაცია ევროპაში, აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, გარდა ქვემოთ მითითებული ქვეყნებისა).
არაბულ-ისრაული ომი 1948-1949 წწ.: 726.000 (1949 წ., გაეროს მონაცემები) ლტოლვილი, 957.000 (1950 წ.), 520.000 (ისრაელის მონაცემებით), 850.000 (პალესტინელების მონაცემებით) კაცი.
ნებაყოფლობით საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა პალესტინელთა 20%-მა (არაბული ვერსიით) ან, შესაბამისად, 75%-მა (ისრაელის ვერსიით).
ამ ომის ლტოლვილები განსახლდნენ: იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე- 180.000 ადამიანი, ეგვიპტეში – ოკუპირებულ ზონაში, იგივე ღაზას სექტორი – 60.000 კაცი, ტრანსიორდანიაში – 70.000, ლიბანში – 100.000, სირიაში – 75.000 კაცი.
ექვსდღიანი ომი 1967 წ.: 280.000-325.000 ლტოლვილი (აქედან 180.000 კაცი პირველად გახდა ლტოლვილი, 120.000 კი – განმეორებით).
ექვსდღიანი ომის ლტოლვილებიდან იორდანიამ მიიღო 245.000 კაცი, სირიამ 116.000 (გოლანის მაღლობების ლტოლვილებიანად) და ეგვიპტემ – 11.000.
შავი სექტემბერი 1970-1971 წწ. (იორდანიის შიდა კონფლიქტი): არანაკლებ 150.000 კაცისა (ძირითადად, იძულებით გასახლებულები). დევნილები მიიღო ლიბანმა და მათი რიცხვი ამ ქვეყანაში 1973 წელს 400.000-ს შეადგენდა (შედარებისთვის: 1967 წელს მხოლოდ 170.000 კაცი იყო, 1971 წელს – 300.000).
წყარო: აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორ იგორ მატვეევის ტელეგრამ-არხი