The Economist: ვალერი ზალუჟნი აღიარებს, რომ ომი ჩიხშია – „ღრმა და ლამაზი გარღვევა ალბათ, არ იქნება“

„ზუსტად ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ ტექნოლოგიების განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამით, „ვალერი ზალუჟნი აღიარებს, რომ ომი ჩიხშია შესული“.

„ზუსტად ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ ტექნოლოგიების განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება.

უკრაინამ არა მხოლოდ შეაჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის – ამას სამხედროები „პოზიციურ” ომს ვეძახით, რაც სტატიკური და დამქანცველი ბრძოლებისგან შედგება. ეს რუსეთს აწყობს, რადგან საშუალებას მიეცემათ, საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინონ, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფოს“, – წერს ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში. 

მისივე თქმით, ინოვაციური მიდგომებია საჭირო, რომ ომი „პოზიციურიდან“ კვლავ „მანევრირებადი“ გახდეს.