აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისათვის 14.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისათვის 14.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობას “რესპუბლიკელები” ფლობენ, თუმცა სენატში, სადაც უმრავლესობას “დემოკრატები” ფლობენ, განაცხადეს, რომ არ განიხილავენ კანონპროექტს, ვინაიდან ის არ შეიცავს პუნქტს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ.

სენატში “დემოკრატების” ლიდერმა, ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ ის იმუშავებს ორივე მხარის სენატორებთან პაკეტზე, რომელიც მოიცავს ისრაელისა და უკრაინის დაფინანსებას, ჩინეთის მთავრობასთან კონკურენციას და ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებენ და აღნიშნეს, რომ ის “ცუდია ისრაელისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის”.