ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გადასცა – სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთს, სავარაუდოდ, ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები გადასცა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა განაცხადეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

სეულის ინფორმაციით, მოსკოვმა ფხენიანისგან ასევე მიიღო ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საზენიტო კომპლექსები და სარაკეტო დანადგარები.

მოსკოვი და ფხენიანი ამ ინფორმაციას უარყოფენ. ეს ცნობები უფრო აქტიურად მას შემდეგ ვრცელდება, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში იმყოფებოდა.