აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. როგორც The Washington Post წერს, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი წაახალისებს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მძევლები გათავისუფლდნენ.
როგორც ბლინკენმა ისრაელში გამგზავრებამდე განაცხადა, აშშ-ის მიზანია, გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც სამოქალაქო პირების დაცულობას უზრუნველყოფს.
„ისრაელს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი თავი და ასევე, გადადგას ნაბიჯები, რომლითაც შეეცდება, მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს. ჩვენ ასევე გარკვევით და არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმას, თუ როგორ აკეთებს ამას ისრაელი, მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიდგას სამოქალაქო პირების დასაცავად, ჩვენ გვინდა განვიხილოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეიძლება მათი უკეთ დასაცავად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბლინკენმა.