კამალა ჰარისი: აშშ არ დააწესებს პირობებს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად უწევს

„არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს საკუთარი თავის დასაცავად ვუწევთ”, – განაცხადა კამალა ჰარისმა დიდი ბრიტანეთში ვიზიტის დროს და დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას.

„მოდით, ვიყოთ მკაფიო და არასოდეს დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ასობით, ათასობით, 1400 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს“, – აცხადებს კამალა ჰარისი.