ჩვენს ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, 2024 წელს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გამოცდილება უკვე აქვს და ონლაინ არჩევნების ჩატარება შიდაპარტიულ არჩევნებში გამოვიყენეთ. ფაქტობრივად, მზად გვაქვს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ რადგან ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა, რახან ვამბობთ, რომ მზად ვართ, ყველა პარტიასთან საკონსულტაციოდ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს დოკუმენტი იყოს საბოლოოდ შეჯერებული. რაც მეტი პოლიტიკური პარტია იქნება და მეტი ადამიანი იქნება გაერთიანებული ამ საკითხის ირგვლივ, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.