თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მანქანის პარკირების თემაზე შელაპარაკებისას მეზობელმა მამა-შვილი დანით დაჭრა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მეზობელმა მამა და შვილი დანით დაჭრა.

როგორც Newshub.ge-სთვის გახდა ცნობილი, დაჭრილ მამა-შვილს მეზობელთან მანქანის პარკირების თემაზე მოუვიდათ შელაპარაკება, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა კი მათ ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

როგორც ჩვენი მედიისთვის გახდა ცნობილი, მამა-შვილს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები არ მიუღიათ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.