აშშ-ის და ევროპის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის მთავრობასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობის განხილვა. მის შესახებ ტელეკომპანია NBC იუწყება.
ტელეკომპანიების წყაროთა ცნობით, საუბარი შეეხებოდა იმ „დელიკატურ “ საკითხებს, თუ რაზე მოუწევს უკრაინას უარის თქმა, რომ მოხდეს შეთანხმების მიღწევა. ამ მოლაპარაკების ნაწილი „რამშტაინის“ ბოლო შეხვედრის პარალელურად გაიმართა.
კიევთან ამერიკელების და ევროპელების მოლაპარაკება იმ ფონზე იმართება, რომ ამერიკელი და ევროპელ მაღალჩინოსნებს ეჭვი აქვთ, რომ ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
NBC News-ის ინფორმაციით, კიევთან დასავლელი ჩინოვნიკების უფრო აქტიური მოლაპარაკება 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში გაიმართება. ამასთანავე ბაიდენის ადმინისტრაციაში ეჭვობენ, რომ რუსეთის ლიდერი პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკების დასაწყებად მზად არ არის და ის იმედს იტოვებს, რომ მოკავშირეები უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას დაკარგავენ.
რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკება 2022 წლის თებერვალსა და მარტში მიმდინარეობდა, მაგრამ რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფაქტების შემდეგ ის შეწყდა.