ზელენსკი – ევროკავშირის ან აშშ-ის არცერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩემზე ზეწოლას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე, რუსეთთან ახლა ​რომ ვისაუბროთ და მივცეთ რამე, ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი აცხადებს, რომ მასზე არავინ ახორციელებს ზეწოლას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველასთვის ცნობილია მისი დამოკიდებულება მოსკოვთან მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით, რაც ემთხვევა უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას.

„ჩვენ რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ რუსეთთან ახლა, ვისაუბროთ და მივცეთ რამე, ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

NBC News-მა ამერიკის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკრაინასთან საკითხის განხილვა დაიწყეს.