აშშ-ის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი გაგზავნეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს თავიდან აიცილოს ფართო რეგიონალური კონფლიქტი ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. ისინი ატარებენ ბირთვულ ქობინებს.

მედია იუწყება, რომ შეერთებული შტატები იშვიათად აკეთებს განცხადებას ბალისტიკური და მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავების მოძრაობასა თუ ოპერაციებზე და ეს განცხადება არის შეკავების მკაფიო გზავნილი, რომელიც მიმართულია რეგიონში ირანისა და მისი მარიონეტების მიმართ.