ბენიამინ ნეთანიაჰუ: ლექსიკონიდან ამოიღეთ „ცეცხლის შეწყვეტა“ – ამას ვეუბნებით მტერსაც და მეგობრებსაც

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლი „ჰამასის“ დამარცხებამდე არ შეწყდება.

„ამოიღეთ ეს სიტყვები [„ცეცხლის შეწყვეტა“] ლექსიკონიდან – ჩვენ ამას ვეუბნებით როგორც მტრებს, ასევე მეგობრებს. ამას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ მათ არ დავამარცხებთ. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. 

ჩვენი მტრები ჩვენთან შეცდნენ, ეგონათ, რომ გადამწყვეტ მომენტში სამხედროები არ შეგროვდებოდნენ. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით“, – ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ისრაელის საჰაერო ძალების ბაზის დათვალიერებისას განაცხადა.