გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიბანის საელჩოდან პერსონალის ნაწილი დროებით გაჰყავს.
მანამდე, ბრიტანეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გასცა რეკომენდაცია, რომ რეგიონში მიმდინარე ომის გამო, ლიბანში არ იმოგზაურონ.
„საელჩო აგრძელებს სამუშაოს, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეების მომსახურებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.