ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბლინკენი მოლაპარაკებას გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან.

ცნობისთვის, მანამდე კი, ბლინკენი ვიზიტით ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ ბლინკენი ისრაელში მესამედ ჩავიდა.