ისრაელის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას და ალყაშემორტყმული სანაპირო ტერიტორია ორად დაყვეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს.
„დღეს არის ჩრდილოეთი ღაზა და სამხრეთი ღაზა“, – განუცხადა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს. მას უწოდა „მნიშვნელოვანი ეტაპი“ ისრაელის ომში „ჰამასის“ მებრძოლთა ჯგუფის წინააღმდეგ.
ისრაელის მედია იუწყება, რომ ჯარები ღაზაში 48 საათში შევლენ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სამხედროები „ჰამასის“ სამიზნეებს უტევდნენ როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა გვირაბების ქსელში.