მოლდოვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებს აჯამებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერის არჩევნებში „ეროვნული ალტერნატიული მოძრაობის“ (MAN) კანდიდატმა იონ ჩებანმა გაიმარჯვა.
იონ ჩებანმა ამომრჩეველთა ხმების 50,62% მიიღო, მის უახლოეს მდევარს („მოქმედება და სოლიდარობის“) კანდიდატს, ლილიან კარპს ხმათა 28,23% აქვს. დანარჩენი კანდიდატების მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატება.
ამომრჩეველთა აქტივობამ მოლდოვის დედაქალაქში 40,9% შეადგინა.