თბილისში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გაქურდეს

თბილისში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ბუცები, ფორმები და გეტრები.

ამავე ინფორმაციით, ბრალდებულმა სტადიონის გასახდელიდან ძვირად ღირებული მოწყობილობებიც წაიღო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.