აშშ 320 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალის ისრაელისთვის გადაცემას გეგმავს – WSJ

თეთრი სახლი 320 მილიონი დოლარის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის ისრაელისთვის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ RBC-Ukraine The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ  გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება კონგრესის ლიდერებს Spice Family Gliding Bomb Assemblies-ის ისრაელისთვის გადაცემის შესახებ. საუბარია მაღალი სიზუსტის ბომბებზე.

გეგმის მიხედვით, იარაღის მწარმოებელი Rafael USA ბომბებს გადასცემს თავის ისრაელელ მშობელ კომპანიას, Rafael Advanced Defense Systems-ს, რათა შემდეგ იარაღი ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს.