რუსეთმა დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამავე უწყების ინფორმაციით, რუსეთისთვის ძალადაკარგულად ითვლება ასევე 1990 წლის 3 ნოემბრის ბუდაპეშტის შეთანხმება და 1996 წლის 31 მაისის დოკუმენტი.
ცნობისთვის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1990 წლის 19 ნოემბერს ნატოს 16 წევრი ქვეყნისა და ვარშავის ხელშეკრულების 6 სახელმწიფოს მიერ. შეთანხმების მიხედვით, დადგინდა შეზღუდვები ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, კერძოდ, ტანკებზე, საბრძოლო მანქანებზე, არტილერიაზე და საბრძოლო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე.